ჩემი პროექტის მთავარი აზრი
მსოფლიოში ბევრი პრობლემა არსებობს, მათგან ერთ-ერთი არის ნაადრევი ქორწინება.უმრავლესობამ არ იცის რა არის ნაადრევი ქოწინება და რა შედეგები მოაქვს მას ადამიანისთვის. ზუსტად ეს არის ჩემი ბლოგის მიზეზი, მე თვითონ მინდა გავაგებინო თუ რა შედეგები მოაქვს მას.
აქ შეგიძლიათ გაიგოთ ნაადრევი ქორწინების შესახებ და ნახოთ ჩემს მიერ ჩატარებული კითხვარის შედეგები.
ჩემი პროექტის მიზანი
ჩემი პროექტის მთავარი მიზანია მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას ნაადრევი ქორწინების შესახებ და აზრი შევაცვლევინოთ სხვა ახალგაზრდებს, რათა ისინიც არ გახდნენ ამ პრობლემის მსხვერპლნი.
სახელმწიფოს დამოკიდებულება
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარ წერილობითი თანხმობით.
მართალია საქართველოს კანონებში არის ნაადრევი ქორწინების შესახებ კოდექსი, მაგრამ იმდენად მკაცრი კანონი არ არის. ხალხი თავის ტრადიციებს მისდევს რომელიც თავის დროზე იყო. მე მინდა, რომ უფრო მკაცრი კანონი იყოს. ასევე მინდა, რომ მან ხალხის აზრიც შეიცვალოს.
ნაადრევი ქორწინების მიზეზები და სტატისტიკა საქართველოში
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ნაადრევი ქორწინება სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება. ჩვენთან კი ის სიღარიბესთან და დაბალსოციალური სტატუსის გამო ხდება.
რაც შეეხება საქართველოში ნაადრევი ქორწინების სტატისტიკას, 2009 წელს იქორწინა 1271 ბიჭმა და 5596 გოგომ.სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით 2011 წლიდან 2013 წლამდე სკოლა დაამთავრა 7367 გოგომ (7-9 კლასელი).
ადრეული ქორწინების შედეგები
ამ ძალადობის მსხვერპლნი დიდ ზიანს იღებენ მაგალითად: ფიზიკურად, მორალურად და ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიურად. ამის გარდა, ვინც ამ ძალადობის მსხვერპლი ხდება, ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა. მაგ.: ოცნებაზე, თავისუფლებაზე, განათლების მიღებაზე და რაც მთავარია ბავშვობაზე. ეს შეიძლება საზოგადოებისთვის ცუდი შედეგის მომტანი იყოს.
- გოგონები, რომლებიც ადრე ქორწინდებიან, ტოვებენ სკოლას. საშუალო და უმაღლესი განათლება ბიჭებისთვის უფრო პრიორიტეტულია. გარდა ამისა, ქორწინების შემდეგ გოგონების მიერ განათლების გაგრძელების გადაწყვეტილებას ხშირად მათი ქმრები და დედამთილ-მამამთილები იღებენ.
- გამოკვლევის მონაწილეთა უმრავლესობა აცნობიერებს ადრეული ქორწინების შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს.
1.ინფორმაციის წყარო
2.ინფორმაციის წყარო
3.ინფორმაციის წყარო
4. ფოტო
ჩემს მიერ ჩატარებული კითხვარის შედეგები
მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში მოვამზადე კითხვარი, რის დახმარებითაც შევეცადეთ მივიღო ინფორმაცია ნაადრევი ქორწინების შესახებ. კლევა ძირითადად ჩატარებული იყო ნაადრევი ქორწინების შედეგების შესახებ. კითხვარში მონაწილეობა მიიღო 10 ადამიანი. მონაწილეების 100% იყვნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.ძირითადად რესპოდენტები იყვნენ 19-20 წლიანი ახალგაზრდები. რესპოდენტების 100% ფიქრობენ, რომ 18 წლამდე ქორწინება ცუდია, რადგან 18 წლამდე ადამიანის ფსიქიკა არის, როგორც ბავშვის. ძალიან ცუდი იყო, მაგრამ კითხვარში მონაწილეების 90%-ს აქვთ ნაცნობი ნაადრევი ქორწინების ისტორიით. რაც შეეხება შემდეგ კითხვებს, რესპოდენტების 40%- ის აზრით ნაადრევი ქორწინება უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, 50%- ისთვის კი საფრთხეა, 10%-მა კი არ იცის უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ნაადრევი ქორწინება. ერთი ისტორია მქონდა კითხვარში, როდესაც ერთ მდიდარ ბიჭს უყვარდა 17 წლის გოგონა. გოგონას ოჯახი არ იყო კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში, ამიტომაც მშობლებმა გოგონას დაუნიშნეს ამ მდიდარ ბიჭთან, ამ კითხვის მეშვეობით გავიგე თუ რესპოდენტები რას ფიქრობენ მშობლების საქციელის შესახებ. 50% ის აზრით ცუდია მშობლების საქციელი, 30% ფიქრობენ, რომ კარგია, რადგან მშობლებმა იფიქრენ შვილის კარგ მომავალზე, ზოგი კი ფიქრობს, რომ ცუდია რადგან ეს ადამიანის ვაჭრობაა და არა ქორწინება. რაც შეეხება ნაადრევი ქორწინების სტატისტიკას, უმეტესი რესპოდენის დაბადების ადგილში 0-35% არის ნაადრევი ქორწინების პროცენტული რაოდენობა. კითხვარში მონაწილეებისთვის ნაადრევ ქორწინებაში დიდი როლი აქვს სკოლას და ნაადრევ ასაკში დაქორწინებულ გოგსთან თანაკლასელებს არ ექნებათ კარგი ურთიერთობა. ასევე მნიშვნელოვანია ნაადრევი ქორწინების შედეგები, რესპოდენტების აზრით 100%-ით გოგონაზე ცუდად მოქმედებს და 60%-ით ცუდად მოქმედებს ბიჭზე.
ამ კლევიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიდეთ იმ დასკვნაზე, რომ წარსულში უფრო მეტი იყო ნაადრევი ქორწინების პროცენტული რაოდენობა და ახლაგაზრდები არ იყვნენ წინააღმდეგნი. ასევე იმის თქმა შეგვიძლია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევ ქორწინებას არ აქვს დადებითი მხარე, მაინც ეს ძალადობა არსებობს მსოფლიოში.


No comments:
Post a Comment